logo_geo
ლუკა კურტანიძე: მინდა, ჩემი აზრი დავაფიქსირო, არა როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, არამედ...
- +

25 იანვარი. 2017. 18:36



საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ქართული ოცნების" წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


„მინდა, ჩემი აზრი დავაფიქსირო, არა როგორც „ქართული ოცნების" წევრმა, ან სხვა რეგალიებით მყოფმა, არამედ როგორც მოქალაქემ... მიუხედავად ბევრი პრობლემისა საქართველოში, რაც არის დაგროვილი, წარსულიდან თუ დამატებული საერთო რეალობიდან გამომდინარე, თავისუფლება და ბედნიერებაა, როცა საზოგადოების ტკივილს თუ შეძახილს ხელისუფლება ისმენს და ცდილობს, ქმედითი პასუხი გასცეს მას! ცდილობს, საზოგადობას ანუ ხალხს, ადამიანს მოარგოს თავისი მსახურობა! კარგია, როცა ჩინოვნიკის არ გეშინია, როგორც ძალაუფლების მქონე საფრთხობელის. კარგია, როცა თავისუფალი აზრის გამო არ ისჯები. კარგია, როცა ამ ყველაფერს აფასებ და მადლიერების გრძნობით უფრო მეტ სტანდარტს ითხოვ! უფრო მეტად ძლიერები ვართ, როცა ხელისუფლება მზადაა, ეს მოთხოვნა შეისმინოს და აღასრულოს! დამოუკიდებელ საქართველოში საზოგადობას არ გვქონია ეს ძალა და თავისუფლება! დღეს კი გვაქვს, მიუხედავად ბევრი გასაკეთებელი საქმისა!

 

ბოლოს კი ერთს ვიტყვი, მშვიდად ვარ, რადგან ქვეყანას და მთავრობას ჰყავს სამაგალითო ხელმძღვანელი! მიუხედავად ამ შეფასებებისა, ხელისუფლების მთავარი კონკურენტი თავისი საღი კრიტიკით და სისწორის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაა! მართალი სახელმწიფოს შექმნაში თითოეული მოქალაქის ქმედითი ჩართულობა აუცილებელია!" - წერს ლუკა კურტანიძე.




 

big_banner
არქივი