logo_geo
მაია კახიძე: კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა ზეციურ საქართველოს
- +

5 თებერვალი. 2019. 02:05

 

ჟურნალისტი მაია კახიძე მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ გურანდა გაბუნიას გამო და სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გარდაიცვალა ქალბატონი გურანდა გაბუნია. ათეული წლები ვიცნობდი ორივეს, ბატონ ოთარს და მის მეუღლეს. ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ ჩემს მოგონებებში დავწერ, ასე მირჩევნია. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ გარდაცვალებამდე ბატონი ოთარი სულ სხვანაირი გახდა. რბილი, თბილი, კეთილი და ადამიანური დამოკიდებულება იგრძნობოდა და მშვიდად ვიყავი იმ მხრივ, რომ ადრინდელი დაძაბულობა გაიფანტა და ვხედავდი სრულიად სხვა ოთარს. ასევე მოხდა გურანდასთანაც. მისგან უფრო მეტად ვილანძღებოდი, როგორც ჟურნალისტი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ერთხელ ისე მოეწონა ჩემი დაწერილი ინტერვიუ, მადლობაო, ყურმილში ჩამძახა. ვერ დავიჯერე, ქალბატონი გურანდა რედაქციაში რომ რეკავდა.

 

კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა ზეციურ საქართველოს. მგონია, რომ იქ შეხვდებიან ერთმანეთს ქ.ნი გურანდა და ბატონი ოთარი. გაანათლოთ ორივე უფალმა. რაც იყო, იყო.

მეტს არ გავაგრძელებ და თქვენთან ერთად მივუსამძიმრებ მარჯანიშვილის თეატრს, თეატრალურ საზოგადოებას, კოლეგებს, ოჯახს, შვილს და შვილიშვილს. (ფოტო, რა თქმა უნდა, ჩემი არქივიდან გახლავთ)“, - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი