logo_geo
შალვა ოგბაიძე ნასვამი მძღოლების მიმართ სადამსჯელო ზომების გამკაცრებას მოითხოვს
- +

25 იანვარი. 2017. 18:37


 


დედაქალაქის საკრებულოს წევრი, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„დავაკონკრეტებ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ნასვამი მძღოლების მიმართ:

 

1. პირველ შემთხვევაში მართვის მოწმობის უპირობო ჩამორთმევა 6 თვით და გამოცდის თავიდან ჩაბარების პირობით დაბრუნება ჯარიმასთან ერთად.

 

2. მეორე შემთხვევაში-მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1 წლით და უკან დაბრუნება ავტოსკოლის სრული ციკლის გავლის და გამოცდის ჩაბარების პირობით და ჯარიმის გადახდის პირობით, ხოლო სხვისი ქონების დაზიანების შემთხვევაში 5-15 დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.

 

3. მესამე შემთხვევაში-მართვის მოწმობის უვადო ჩამორთმევა.

 

მკაცრია?

 

გერმანიაში (აშშ-ს ბევრ შტატში, ევროპის ბევრ ქვეყანაში) სამწუხაროდ სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს", - წერს ოგბაიძე. 


 

big_banner
არქივი