logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: „ჰეი, დედამიწელებო!
- +

7 თებერვალი. 2019. 03:02

 

 

ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჰეი, დედამიწელებო! გახსოვთ ხომ "დედამიწის საათი" ?

საოცრად კარგი, გლობალური, გარემოსდაცვითი აქციაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ერთსაათიანი უარი ელექტროენერგიის გამოყენებაზე ზღვაში წვეთია "ლურჯი პლანეტის გადასარჩენად", თუმცა ამით მსოფლიოს ადამიანები დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს, როგორც შეუძლიათ, მხარს უჭერენ - ზოგი გულით, ზოგი ფორმალურად, ზოგი - მოდას აყოლილი. მთავარი მაინც ის, არის, რომ 200-მდე ქვეყანა, უკვე ათწლეულია ამ ეკოლოგიურ აქციას უერთდება და ეს თავისთავად შესანიშნავია.

 

რატომ გამახსენდა თებერვალში აპრილის აქცია? ბოლო დღეებია უამრავი ცუდი ამბავი ხდება - ერთ ტრაგიკულ ამბავს, მეორე ისე მოსდევს, პირველის გამოტირებასაც ვერ ვასწრებთ. ერთი სული გვაქვს მეორე დღე გათენდეს, რომ პირველი დავივიწყოთ. ეს მეორე დღეც, უმეტესად გადარჩენისთვის და თავის დამკვიდრებისთვის უთანასწორო ბრძოლაა. უკეთეს შემთხვევაში, უკვე ლამის მეცადინეობის დონეზე ვსწავლობთ "კარგად ყოფნის ხელოვნებას" და საკუთარი თავის "მენეჯმენტს", რომ გარშემო არსებულ პრობლემებს "შიგნიდან" გავუმკლავდეთ.

 

და, ვისაც ეს არ შეუძლია? ვინც ეს არ იცის? არ ვიცი, სად მიგვიყვანს ეს. თითქოს "ჩორნაია ი ბელაია პალასა"-ს პრინციპიც აღარ მუშაობს. აღარაფერი აღარ მუშაობს! სულ ერთ, ბნელ მხარეს დავდივართ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია - ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: ნეგატივი, რასაც სამყარო გვიგზავნის, ისევ ჩვენი ფიქრების და ქცევების ანარეკლია. ჩვენი ნეგატივიც რაღაცის ბრალია და იმისი ბრალიც, რაღაცის ბრალია. მოდით, ამას აღარ ჩავყვეთ:

 

ამიტომ, დღეს ვფიქრობდი, რომ თუ ახლა ვერ ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა კარგზე ფიქრი გვესწავლა მაინც. რა მოხდება, "დედამიწის საათის" მსგავსად "პოზიტიური ფიქრების საათიც" რომ დავაწესოთ?

 

აი, წარმოიდგინეთ, რამდენ სიკეთეს მოგვიტანდა, ამდენ ადამიანს ერთი საათი მაინც კარგზე, რომ ეფიქრა. ერთი დიდი ლოცვასავით იქნება ეს! მადლის და მადლიერების მომტანი.

 

დარწმუნებული ვარ, ამ სიკეთეებს სამყარო ათმაგად დაგვიბრუნებს და "ლურჯი პლანეტის" ბინადრებს, ერთი დღე მაინც გვექნებოდა ისეთი, სადაც მეორე დღე პირველზე უკეთესია თორემ, ვივლით ასე, ერთ ბნელ მხარეს. მტკივნეულია. აბა, რას იტყვით, "პოზიტიური ფიქრების საათზე"?

 

ეგებ დავიწყოთ და ნელ-ნელა სამყაროს დანარჩენი ნაწილიც შემოვიერთოთ - სიკეთე ხომ გადამდებია?“, - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

big_banner
არქივი