logo_geo
ქეთი დოლიძე: თეატრის ღალატს არავის ვაპატიებ!
- +

26 იანვარი. 2017. 01:24



თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალური ქსელში მსახიობ გია როინიშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს(?!) და არ ცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა. ახლა კი დაჩაგრულ „ნაციონალად" მოაქვს თავი! კოლეგებს კითხოს ერთი, მაგასთან ერთად თუ უნდათ სცენაზე დგომა!

 

იმ მოსამართლესაც უნდა ვკითხო, ვინც ეს დადგენილება გამოიტანა (გავაპროტესტებთ მაინც), სასამართლოში რომ არ გამოჩნდეს 7 წლის მანძილზე, რას უზამენ? თეატრის ღალატს არავის ვაპატიებ!", - წერს ქეთი დოლიძე.


 

big_banner
არქივი