logo_geo
გიორგი კეკელიძე: მეგობრებში მყოლია...
- +

26 იანვარი. 2017. 01:48



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავარიის შედეგად გარდაცვლილ გოგონასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში - ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე.

 

გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?", - წერს კეკელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ღამით თბილისში თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა 26 წლის სოფო ბერიძე, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ფსიქოლოგად მუშაობდა.

 



 

big_banner
არქივი