logo_geo
ვალერი ხაბურძანია: „რუსთავი 2-ის“ ბინძურ კაკოფონიაზე გამახსენდა...
- +

26 იანვარი. 2017. 11:49


„რუსთავი 2-ის" ბინძურ კაკოფონიაზე გამახსენდა... ამ სიტყვაში ტრამპი საუბრობს მასმედიის ტოტალურ სიცრუეზე, მეგონა, რომ საქართველოს მასმედიის ძირითად ნაწილზე საუბრობდა და არხი, რომელიც დილით ჩართო, „რუსთავი 2" იყო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია წერს და აქვე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიდეოს ავრცელებს.


„P.S. სამწუხაროა, რომ ე.წ. მეოთხე ხელისუფლება ყველაზე მეტად მატყუარად იქცა არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და აღმასრულებელი ხელისუფლებაც კი, ძალიან შორს ჩამოიტოვა. ვნახოთ, მოიგებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ამ ომს", - წერს ხაბურძანია.




 

big_banner
არქივი