logo_geo
ბექა გოგოსაშვილი: მივდივარ ლიეჟში, რომ მოვუსმინო იმ ადამიანს, რომელმაც უამრავი ჩემი მეგობარი ჩადო მიწაში
- +

11 თებერვალი. 2019. 00:35

 

 

მივდივარ ლიეჟში, რომ მოვუსმინო იმ ადამიანს, რომელმაც უამრავი ჩემი მეგობარი ჩადო მიწაში, გააუბედურა უამრავი გამოჩენილი თუ რიგითი მოქალაქე, – ამის შესახებ ქართველმა ემიგრანტმა ბექა გოგოსაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 11 წელია, ემიგრანტია და ლიეჟში ოჯახთან ერთად მიდის.

 

 

მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ლიეჟში რაღაც არეულობის მოსაწყობად მივდივარ და თურმე უნდა ჩავშალო და ინტრიგნობას ვაპირებ. მე ლიეჟში მივდივარ ჩემი ოჯახით. 11 წელია, ემიგრანტი ვარ. არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც აფინანსებენ, ჯიბეში ფულს უდებენ, უბრძანებენ, უკვეთავენ და ასე შემდეგ. არასოდეს ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში არავის ლაქია და არავის მითითებებს არ ვასრულებდი. ყოველთვის ჩემი გონებით ვმოძრაობდი და დღესაც ვმოძრაობ.

 

 

მოვდივარ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის“ ხელმძღვანელი და მოვდივარ, როგორც ქართველი რიგითი ემიგრანტი. ამიტომ ნურც დამემუქრებით და ნურც იმის მცდელობა გექნებათ, რომ იქ არ შემომიშვათ და არ მომაძახოთ, რომ თურმე აბაშიძესთან ვიყავი და ვმუშაობდი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჯობდა, აბაშიძესთან მემუშავა, ვიდრე ვინმეს მოეძახა, რომ მკვლელ სააკაშვილთან და მის ბანდასთან იყავიო. თავს ნუ დაიღლით ჩემთან სისულელეეების მოწერით, ნუ შემაშინებთ. თქვენ იმ აბანოში ბანაობთ, სადაც ეგ ხრიკები არ გაგივათ. ფრთხილად იყავით, საპონი ხელიდან არ გაგივარდეთ“, – განაცხადა ემიგრანტმა ბექა გოგოსაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი