logo_geo
ირმა ინაშვილი: სააკაშვილმა მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი, მაგრამ მორიგჯერ მოახერხა ქართველი ემიგრანტების გახლეჩა და დაპირისპირება!
- +

11 თებერვალი. 2019. 02:45

 

 

 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ეხმაურება.

 

“სააკაშვილმა (სამარცხვინოდ ცარიელი დარბაზის პირობებში) მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი, მაგრამ მორიგჯერ მოახერხა ქართველი ემიგრანტების გახლეჩა და დაპირისპირება! ძალზედ მაინტერესებს, დღევანდელი შეკრების ყურებისას:

ა) თუ გრძნობდა “ქართული ოცნება”, რომ ის დამნაშავეა მაოხრებელ გზირად სააკაშვილის დატოვებაში;

ბ) როდემდე აპირებს პროკურატურა, არ იმოქმედოს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ამ პოლიტიკური პროვოკატორის, ამ სამხედრო დამნაშავის დაკავება;

გ) NDI და ტრამპზე აჭრილი ქალბატონი ლორა თორტონი მომიკითხოს ვინმემ. NDI-ს მომავალი კვლევისას, სააკაშვილთან დარბაზში მხოლოდ 3 კაცი, რომ იჯდება, ნაცმოძრაობას 100%-ი დაუწეროს რეიტინგად  ქალბატონი ლორაც, ეტყობა, მის კვლევებს 60 მეტრიან დროშას აფარებს.

P.S. ამდენი ხალხი (და ამაზე მეტი) ყოველდღიურად ჩვენი პარტიის სათაო ოფისში მუშაობს”,  -წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი