logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ განშტოებები ისტერიული განცხადებების კეთებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან
- +

26 იანვარი. 2017. 22:00



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკრაინაში დაკავებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ ვოლსკი საკუთარ facebook გვერდზე წერს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, უკრაინელ კოლეგებთან მუდმივ კომუნიკაციაშია.


უკვე რამოდენიმე დღეა ნაციონალური მოძრაობის"  ნეო და რეტრო განშტოებები ერთმანეთს ეჯიბრებიან ისტერიული განცხადებების კეთებაში ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძის ვითომდა დასაცავად. განსაკუთრებული პატრიოტიზმით" გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ არა, ირიბათ მონაწილებდნენ ქართველი ოფიცრების ღირსების შელახვაში, ვეტერანების მიმართ განორციელებულ ტერორში, წამებასა და დახვრეტაში (რომელი ერთი გვარი დავასახელო), ქვეყანა რუსეთის პროვოკაიას წამოაგეს, დაუფიქრებლად გაწირეს ჩვენი მოქალაქეების და ჯარისკაცების სიცოცხლე, დაღუპულები ბრძოლის ველზე მიატოვეს


მათ კარგად იციან, არსებული კანონმდებლობით საქართველო საკუთარ მოქალაქეებს არავის გადასცემს და იგივე პოზიცია აქვს უკრაინას, რომლის შესაბამის უწყებებთან ჩვენი მხარე მუდმივ კავშირზეა",- ნათქვამია ვოლსკის განცახდებაში.


ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 


ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. 


ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.



 

big_banner
არქივი