logo_geo
ეკა შონია: იმედია, შევხვდებით სასამართლოში, ბატონო სამუშია...
- +

11 თებერვალი. 2019. 20:09

 

ჟურნალისტი ეკა შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს გახლავთ გიორგი სამუშია, წინა ხელისუფლების დროინდელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2015 წელს დააკავეს, პროკურატურა სამუშიას მოქალაქისადმი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა... ამ საქმის და არამარტო ამ საქმის დეტალები სამუშიასთან დაკავშირებული „იგუგლება“ კარგად, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ... 2016 წელს იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან, პატიმრობის გირაოთი შეცვლა არ ნიშნავს მის გათავისუფლებას, მიუხედავად ამისა, ეს გაუგებრობა, რომელიც გუშინ ულამაზესად იმყოფებოდა სააკაშვილის ორგანიზებულ ღონისძიებაზე (იმედია, 21:00 საათამდე პასუხს მივიღებთ შესაბამისი უწყებიდან, როგორ გადალახა, პროკურატურისვე თქმით, ძებნილმა სამუშიამ საზღვარი, როცა წესით პასპორტი და პირადობაც ჩამორთმეული უნდა ჰქონოდა) ბედავს და სოციალური ქსელით ემუქრება პირველ არხის ჟურნალისტს გურამ როგავას, რომელმაც მას უბრალოდ შეკითხვა დაუსვა... ასევე მოგვმართავს პირველ არხს, რომ მალე სასამართლოში შევხვდებით. იმედია, შევხვდებით სასამართლოში, ბატონო სამუშია, ოღონდ რა ფორმით, აი, ეს უკვე საკითხავია... დაელოდეთ „მოამბეს“ 21:00 საათზე...“ - წერს შონია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი