logo_geo
გელა ზედელაშვილი: მორჩა, ამოვიდა ყელში უკვე ამდენი თავხედობა!
- +

26 იანვარი. 2017. 22:39


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მძღოლებთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნასვამი მძღოლები, გალეშილი მძღოლები, დაბოლილი მძღოლები, უცოდინარი მძღოლები, თავში ავარდნილი მძღოლები, მოჯირითე მძღოლები გაიყვანეთ და დახვრიტეთ, მაგათი პატრონი დედაც!.. კანონის გამკაცრება კი არა, იხვის ტოლმა!

 

ჩამოართვით მანქანები, დაუჭერით და ჩააბარეთ ჯართში. მართვის მოწმობები დაუწვით და ფერფლი მოაყარეთ მათივე საფლავებს!

 

დამიწყეს, ერთხელ სიმთვრალეზე ამდენი იქნება ჯარიმა, მეორედ სიმთვრალეზე ხელახლა ჩააბარებენ გამოცდასო. არავითარი ჯარიმა და არავითარი ხელახალი გამოცდა, ნასვამი დაჯდა ვიღაც კრეტინი საჭესთან? სამუდამოდ აეკრძალოს ავტომობილის მართვა! მორჩა, ამოვიდა ყელში უკვე ამდენი თავხედობა!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი