სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებდა ფოტოს, სადაც ქართველი სასულიერო პირია აღბეჭდილი, რომელიც "ბენტლიში" ზის. ფოტო თბილისის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული. როგორც გაირკვა აღნიშნული სასულიერო პირი არქიმანდრიტი ათანასეა. ცოტა ხნის წინ მან "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა, რომლითაც ინტერნეტმომხმარებლების რეაქციას უპასუხა:
"მოგესალმებით ყველას, ჩემს „facebook“ -ის მეგობრებსა და სრულიად „facebook“-ის მომხმარებლებს. გუშინ შუა-დღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე „რომპეტროლ“-ის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. „Bentli“, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს.
თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ „PORSHE“-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს. ე.ი. ჩემიაა? ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს.
ისე ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება, შეგიძლიათ „facebook“-ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი.
მადლობა ღმერთს ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე , ალპურ ზონაში სადაც აღვიკვეცე და 8 წელი დავყავი, რაი იყო 2004 წლამდე და შემდგომ, როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო. მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე, არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ.
ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰკითხავს. მადლობა ღმერთ ყველაფრისთვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ ვარ ცოდვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში. ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე" - წერს სასულიერო პირი.