logo_geo
თინათინ გველესიანი: მადრიდში ერთ-ერთ რესტორანში ქართულ კერძებს სომხურად ასაღებენ
- +

12 თებერვალი. 2019. 23:32

 

„ფეისბუქზე“  ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი, თინათინ გველესიანი-მანალარი,  სოციალურ  ქსელში, შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს.

 

„მეგობრებო, შეიძლება იფიქროთ, ეს მოცლილი ვინ არისო, მაგრამ ერთი ამბავი ძალიან მაწუხებს. პირველ რიგში მივმართავ, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს.

 ერთი სიტყვით, მადრიდში ერთ სომეხს აქვს სომხური რესტორანი “Gayane’s Madrid”, სადაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ქართულ სამზარეულოს, რომელიც, მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაციონალური სიამაყეა, სომხურად წარმოაჩენს. ამ ადამიანის ფბ-ზე, რომ შეხვიდეთ, თვალებს არ დაუჯერებთ, ისეთ სისულელეებს როშავს. არადა, ფოტოებიდან ჩანს, რომ უცხოელი კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის.

ჰოდა, ვინც მადრიდში ხართ, იქნებ შეგევლოთ ერთი ამ რესტორანში. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ თავზე უნდა დაალეწოთ ყველაფერი, მაგრამ თუ ქართული კერძების სომხურად წარდგენა მართლაც ხდება უცხოელი სტუმრებისთვის, რაიმე ფორმით ხომ უნდა გავაპროტესტოთ?!  არ ვიცი, ხომ არ შეიძლება, ყველაფერს წავუყრუოთ და ყველაფერი “დავიკიდოთ”?!

პ.ს. გთხოვთ, მთელი სომეხი ერის ლანძღვას ნუ დაიწყებთ კომენტარებში. ჩემი პოსტის მიზანი ეს ნამდვილად არ არის“.

ამ მომენტისთვის რესტორნის გვერდი გაუქმებულია. ქართველი „ფეისბუქ“-მომხმარებელი tripadvisor-ით და „გუგლის“ საშუალებით ცდილობს, ცუდი რეიტინგი დაუწეროს რესტორანს.

როგორც კომენტარებშია აღნიშნული, ანტუან რაიჩინიანს პირადში წერენ, მაგრამ ის პასუხს არავის უბრუნებს”,- წერს თინათინ გველესიანი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი