logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: ქელეხის ტრადიციისა რა გესმით თქვენ! გამომივიდნენ აქ ყველაფრის მცოდნეები, ეს ყველაფრის მგმობელები!
- +

13 თებერვალი. 2019. 13:47

 

 

„უმჯობესია, გავაუქმოთ ქელეხის ტრადიცია“, - წერენ და კითხულობენ, აკომენტარებენ და ბეჭს იგდებენ „ნოვი ღრუზინები“. ქელეხის ტრადიციისა რა გესმით თქვენ! გამომივიდნენ აქ ყველაფრის მცოდნეები, ეს ყველაფრის მგმობელები!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტრადიცია რამდენიმე პატარა ჭიქა იყო, აქედან პირველი სამი ჭიქა, ღმერთს, ერს და გარდაცვლილს „ეკუთვნოდა“. დანარჩენი გარდაცვლილის ახლობელ გარდაცვლილებს და სუფრიდან ისე დგებოდნენ, ჩვენი წინაპრები, გადამთვრალი კი არა, მთვრალებიც არ იყვნენ!

 

თურმე შილას ელოდებიან და ღვინოში „ლბებიან“.

ჰო, აბა, ზუსტად!

თქვენ ვერ ძღებოდეთ, წინაპრებს დააბრალეთ!

 

საკურთხიც არ მოგწონთ თქვენ და ლოცვაც, სანთელიც და საკმეველიც, ამიტომ რა?

ჰო, აბა, თქვენს დაკრულზე ვიცეკვებ(თ) და თქვენი დადგენილი წესებით ვივლი(თ), მეტი საქმე არა მაქვს (გვაქვს)!

 

ასე გიქნიათ, ნურც ქორწილს გადაიხდით და ჯვარსაც ნუ დაიწერთ, ახალ წელსაც ნუ გაშლით სუფრას და კაფეშიც ნუ დალევთ „კოფეს“, მე ნუ დამიდგენთ თქვენი ლენჩი ტვინების ნაჟურს „ტრადიციად“, მაინც არ დავიცავ და ფეხებსაც ვერ მომჭამთ.

გამომივიდნენ აქ წესების „შამქმნელები“...

 

ჩემი წინაპრები საფლავის ქვაზე ჯვარს გამოსახავდნენ და გვარ-სახელს აწერდნენ მხოლოდ, სამ ჭიქას „წააქცევდნენ“, მოიხსენიებდნენ მიცვალებულს და ეკლესიაში სანთელს ანთებდნენ, საკურთხიც ეკლესიაში მიჰქონდათ.

 

თქვენმა წინაპრებმა აურიეს, სასახლეები წამოჭიმეს სასაფლაოებზე, ირბინეს დოლ-გარმონით და ახლა ჩემს წინაპრებს ნუ აბრალებთ, ცუდი ტრადიცია დატოვესო...

 

თქვენი „პირსახოცი“ არაა ჩემი წინაპრები, ჩემი ტრადიცია, ჩემი საფლავი, ჩემი საკურთხი და ჩემი სანთელი...

 

ჰო, ყვავილებსაც მივიტან ჩემი წინაპრების საფლავზე, სამ ჭიქასაც „წავაქცევ“, საკურთხსაც გავაკეთებ და ჩემს შთამომავლებსაც ვასწავლი ტრადიციების დაცვას.

 

ვისაც სხვაგვარად გინდათ, აგერ, უცებ „დაგიკანონებთ“:

 

ადით ევერესტზე და კი ნუ დაეშვებით, დაგორდით, თქვენს უკურთხებელ საფლავამდე თუ ვერ მიგორდებით, გამოვივლი, მიგათრევთ იქამდე და ერთ ჭიქასაც „წავაქცევ“ თქვენს სახელზე, სანთელსაც დაგინთებთ, ლოცვებშიც მოგიხსენიებთ...“ - წერს მეფარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი