logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: ყველა გაყურსული რომ იყო, აი, ეს მომენტი „მიყვარს“ ახლაც და მაშინაც „მიყვარდა“...
- +

14 თებერვალი. 2019. 12:19

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჰაჰაჰა, შემოაგდო მიჰამ თავისი „დესანტი“ - უდიდესი ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე - ფარცხალაძე მოლანდებია. ფარცხალაძის სიძეც... აი, ის ვერ დაინახა, წიწაკის სპრეის რომ „აპკურებდა“ ნაცმაცუნა ვირი ხალხს, მათ შორის ბავშვსაც, ზატო სიძე დაინახა...

ხოხ, ჩაუშალეს აწყობილი.

 

Presa.ge გია იაკობაშვილს ჯერ წაართვეს, მერე - გაყიდა გიამ და დაჩაგრულ კაცს თამაშობსო - სიბინძურეში უნდოდათ გაერიათ გია და... არ გამოუვიდათ!

 

საყვარლები, როგორ ცდილობდნენ, არადა...

 

ყველა გაყურსული რომ იყო, აი, ეს მომენტი „მიყვარს“ ახლაც და მაშინაც „მიყვარდა“, მხიბლავდა, აღფრთოვანებული ვიყავი...

 

და აი, ამ ტიპს, ვინმე კაპანაძეს, რომელსაც არ ეყო ვაჟკაცობა (ღმერთო ჩემო, ეს რა ვაკადრე), ეთქვა, ჩემს კოლეგას რომ წაართვით, მე ამ საიტს ვერ ჩავიბარებო, დღეს რომ ჟურნალისტი ჰქვია, ვისი ბრალია? მთავრობის? არა! ჟურნალისტების! თუმცა, რა გინდა თქვა, ნიუსს ნიუსზე აცხობს კაპანაძე და ვრცელდება და ვრცელდება...“ - წერს მეფარიშვილი.

 

http://alia.ge/news

 

 

 

 

big_banner
არქივი