logo_geo
სანდრო ბრეგაძე: მივმართავ ყველა ეროვნულ-პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალას...
- +

15 თებერვალი. 2019. 12:51

 

 

„მივმართავ ყველა ეროვნულ-პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალას, ყველა ეროვნულად მოაზროვნე მოღვაწეს - „ქართული მარშის“ სახელით გიდასტურებთ დიდ პატივისცემას და მოგიწოდებთ ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებისაკენ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:  

 

„შესაძლოა არსებობდეს ცალკეული აზრთა სხვადასხვაობა ან წინააღმდეგობა, მაგრამ მიზანი ბევრად დიდია, ვიდრე ვიწროპარტიული ან პიროვნული ამბიციები!

 

ამიტომ აუცილებელია ყოველგვარი ამბიციის გაქრობა და ერთიანი „ეროვნული ფრონტის” გახსნა, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ქართველი ერის, მართლმადიდებლობის მტრებს!

 

აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენს წინაშეა ძალზედ მდიდარი, ტელევიზიებით შეიარაღებული, ძლიერი მტერი, რომელსაც ერთიანობის გარეშე ვერ მოვერევით! ერთიანობის გარეშე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მუდამ შეძლებენ ეროვნული ძალების გამარგინალებას, დისკრედიტაციას და დამარცხებას! ერთიანობის გარეშე უცილობლად დავმარცხდებით და ეს დამარცხება იქნება ხალხისთვის უკანასკნელი იმედის ჩაქრობა! ქართველი ერის და ღვთის წინაშე ვალდებულები ვართ, გავერთიანდეთ და გაერთიანებული ფრონტით დავამარცხოთ მოღალატეები!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი