logo_geo
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი დეპუტატის ხელფასს იღებდა? - რულოვსის კომენტარი
- +

27 იანვარი. 2017. 11:52


 



საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენებათ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით, ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ „ბავშვთა ჰოსპისს", რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა, გაეშუქებინათ „ბავშვთა ჰოსპისის" საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის", - ნათქვამია სანდრა რულოვსის განცხადებაში.





 

big_banner
არქივი