logo_geo
ვარლამ წიკლაური: სპარტაკის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ფბ-ზე თავისი ფოტოები ნახა - „TV იმედის“ ჟურნალისტის ემოციური წერილი
- +

19 თებერვალი. 2019. 12:44

 

 

„საკუთარი ფოტოები ნახა, ის საშინელი კომენტარებიც! რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება“, - „იმედის“ ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში, სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორ სპარტაკ ბუკიაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

 

„მთელი დღე სოციალურ ქსელში დაატარებთ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას ფოტოს. დიახ, ბატონებო, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ბენეფიციარებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ კარგ პირობებში ეცხოვრათ.

 

დაახლოებით სამი თვის წინ სურამში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა.

 

როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა, მოეყოლა ყველაფერი სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ.

 

ბუნებრივია, მივედი. იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა დააფრიალებთ მის ფოტოს და ქილიკობთ, ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!“ - წერს ვარლამ წიკლაური.

 

 

big_banner
არქივი