logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ასე იყო ეს ამბავი...
- +

20 თებერვალი. 2019. 14:42

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვან გია ჯაჯანიძის შესახებ წერს:

 

„რას ჰქვია, შოუში დაგპატიჟე და არ მოდიხარო, - გავიხედოთ და მოდის „კამარაში“ კვერცხისგულისფერ „შუბაში“ გამოწყობილი კეთილი ჯადოქარი. რამდენი „დუხი“ ესხა, იცით? არომატების აურა, ღრუბელი დააყენა. შენობის ყველა კუთხე-კუნჭულში სურნელად გაავრცელა თავისი თავი და სადღა გაექცეოდი, სადაც არ უნდა შეგესუნთქა, პატარიკა შესუნთქვა ჰაერი, ყველგან ჯაჯო იყო. თანაც, ეს კანარის ჩიტისფერი შუბა, სპეციალურად ჩიტოსანთა კლუბ „კამარაში“ სტუმრობისთვის რომ შეუკერავს, კიდეც გაურეცხავს და გაშრობა ვერ მოასწრო, სველი „შუბით“ დაქროდა ოთახებში. მხოლოდ მისი ჯადოქრული ძალის იმედი მაქვს, თორემ არც ვიცი, მის ადგილას ფილტვების ანთებას როგორ გადაურჩებოდა სხვა, ვინმე არაჯადოქარი. ამ დროს მე, სამუშაო დღის ბოლოს დავხვდი სრულიად მოსაწყენად გამოწყობილი შავში და ნაცრისფერში. მაგრამ ჩიტოსანთა გუნდის სოლისტი ჯაჯოს ყვითელი ნათების წინაშე დროულად მოვეგე გონს, ვტაცე ხელი ვარდისფერბუმბულა ფასკუნჯის ფრთოსან შარფს და ფერად-ფერადად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ასე იყო ეს ამბავი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე და აქვე გია ჯაჯანიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

big_banner
არქივი