logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, რომელიც სასიკვდილოდ იყო გადადებული, კიბოს ამ წამლით სრულად განიკურნა...
- +

20 თებერვალი. 2019. 14:42

 

 

დიდი რეზონანსი გამოიწვია „რუსთავი 2“-ის ეთერში (გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“) გასულმა სიუჟეტმა წამლის შესახებ, რომელმაც შესაძლოა, კიბო განკურნოს. მას სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ ლევი ცდის. პროფესორის თქმით, თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებენ.

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელზეც სწორედ ეს წამალი გამოსცადეს, მისი მეუღლის, ირაკლი ალასანიას მეგობარია.

 

„ვვარაუდობ, რომ უკვე ერთ წელიწადში საბოლოო დასკვნა დაიდება და საყოველთაოდ დაინერგება დოქტორ ლევის მეთოდი. ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, სასიკვდილოდ გადადებული ახალგაზრდა კაცი სრულად განიკურნა ამ ექსპერიმენტულ მკურნალობაში მოხალისედ ჩაბმის შემდეგ. თანაც მას ჩაუტარდა პირველი, ინდივიდუალური დნმ მეთოდი მასაჩუსეტსის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისინი იმ ინდივიდუალური დნმ წამლის შემუშავებაზე მუშაობენ ბოსტონში), დნმ-ის „სპელჩეკი” და ორგანიზმში აგენტად შეშვება. ეს „საყველაო“ წამალი თუ გაამართლებს, კიდევ უფრო იოლი და იაფი იქნება დაავადების დამარცხება.

ციკლიდან: დიდება მეცნიერებას“, - წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

 

 

 

big_banner
არქივი