logo_geo
ზაზა დავითაია: ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, საქართველო სახელმწიფოდ არ ჩაითვლება
- +

23 თებერვალი. 2019. 17:10

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2014 წლის 30 სექტემბერს, ამ ფოტოზე თავსა და ბოლოში გამოსახული 2 ნაცი, ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია (სულ 15-მდე იყვნენ) „ასავალ-დასავალის“ რედაქციასთან თავს დამესხნენ და სასიკვდილოდ დამლეწეს. სისხლის სამართლის საქმე თავდასხმის ფაქტზე აღიძრა, მაგრამ მას შემდეგ გავიდა 4,5 წელი და განაჩენი ჯერ არ დამდგარა! სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს, უკეთეს შემთხვევაში, თვეში მხოლოდ ერთი პროცესი ტარდება, სხდომები იხსნება და ბრალდებულთა გამოუცხადებლობის გამო იხურება. არადა, მოსამართლემ კარგად იცის, რომ ორივე თავდამსხმელმა ევროპაში გამგზავრება მოახერხა. ფაქტობრივად, ისინი საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა საზღვარზე გააპარეს!

 

***

ხელისუფლების და მათი ძალოვანი ორგანოების წინაშე კითხვებს ვსვამ:

 

კანონის წინაშე რატომ არ არიან თანაბარნი მოქალაქეები?

 

სახელმწიფო თანაბრად რატომ არ იცავს ყოველი მოქალაქეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას?

 

რატომ იჭიმება ამდენ ხანს სამართლიანობის აღდგენა, რატომ არ დგება სასამართლოს განაჩენი კონკრეტულ კრიმინალურ ქმედებასთან დაკავშირებით?

 

რატომ უწყობთ ხელს, რომ მოქალაქემ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაკარგოს და თავდამსხმელებთან გასამკლავებლად, ასევე, საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ინდივიდუალურად დაიწყოს ზრუნვა?

***

პირადად მე, ზაზა დავითაია, უკვე სასამართლოს განაჩენით რეაბილიტირებული, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი - ამ ხელისუფლების პირობებშიც დევნილი ვარ, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავისუფალი აზრის და პოზიციის გამოთქმის გამო თავს მესხმიან ძველი რეჟიმის მომხრეები და ზონდერები, ხელყოფენ ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, სახელმწიფო კი, შეგნებულად აჭიანურებს დამნაშავეებისთვის კანონით გათვალისწინებული სანქციების დაწესებას!

 

ფაქტობრივად, საქართველოში არ არის დაცული აზრის გამოთქმის თავისუფლება, რადგან ეს კრიმინალები მხოლოდ ჩემი პოზიციის და თვალსაზრისის გამო მდევნიან, სახელმწიფო კი, მე მათგან ვერ მიცავს!

 

ამასობაში, ჩემზე თავდამსხმელი ნაცი წვრილი კრიმინალები (ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია მსხვილი სახელმწიფო დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამხარ ევროპის ქვეყნებში დაძრწიან და გაიძახიან, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობას აპირებენ! ლიეჟშიც, სწორედ ისინი აქტიურობდნენ!

 

***

 

კიდევ მაქვს კითხვები:

 

ევროპა ხომ ჩვენი მეგობარია?

 

მიხეილ სააკაშვილი ხომ ნამდვილად ძებნილია?

 

რანაირად ახერხებს ძებნილი სააკაშვილი ჩვენი მეგობარი ევროკავშირის ცენტრში, ბელგიის ქალაქ ლიეჟში საჯარო შეკრებაზე დასწრებას (მომავალ შეკრებას 3 მარტს, რომში გეგმავენ) და ადგილზე რატომ არ აკავებენ მას ევროპელი ძალოვნები?

 

ნუთუ, ევროპული ინსტიტუტები პატივს არ სცემენ და არც აღიარებენ საქართველოს ძალოვან ინსტიტუტებს, რომლებსაც სააკაშვილი ოფიციალურად ჰყავთ ძებნილად გამოცხადებული?

 

***

 

ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, საქართველო სახელმწიფოდ არ ჩაითვლება, რადგან ვერ უმკლავდება ვერც წვრილ კრიმინალებს და მითუმეტეს, უძლურია მსხვილი სახელმწიფო დამნაშავის მიმართ კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად!“ - წერს დავითაია.

 

 

 

big_banner
არქივი