logo_geo
ირმა ინაშვილი პრეზიდენტის სახელზე საგანგებო მიმართვას გაავრცელებს
- +

28 იანვარი. 2017. 18:41


 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პრეზიდენტის სახელზე საგანგებო მიმართვას გაავრცელებს. ამის შესახებ ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს წუთია დავტოვე რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულება. შევხვდი პატიმრებს: თეა სირაძესა და თამარ ტალიკაძეს. თეა მხნედაა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თანადგომისათვის. საოცრად თბილი, ნიჭიერი, სულით ძლიერი ქალბატონია. ის იმსახურებს თავისუფლებას და შევეცდები, ამაში დავარწმუნო პრეზიდენტი მარგველაშვილი. თეა სირაძემ 7 წელი გაატარა საპატიმროში. ვფიქრობ, ეს საკმარისია. თან, იმ ფონზე, როცა უგულავა გარეთაა და მერაბიშვილსაც, ვატყობ, იმავეს უპირებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი არ გააცრუებს ჩემს იმედს და მოლოდინს. საგანგებო მიმართვას მის სახელზე ხვალ გავავრცელებ", - წერს ირმა ინაშვილი.



 

big_banner
არქივი