logo_geo
გიორგი კეკელიძე: უმძიმესი ცხოვრების შემდეგ პირველ წარმატებებს რომ ცილისწამებები მოჰყვა, არ იმჩნევს, მაგრამ...
- +

25 თებერვალი. 2019. 13:56

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ლადო აფხაზავას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა - ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. ლადო ამ გზას ახლა გადის; უმძიმესი ცხოვრების და თავგადაკლული შრომის შემდეგ პირველ წარმატებებს რომ უცაბედი ცილისწამებების ნიაღვარი მოჰყვა, არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ - იმედგაცრუებულია. არ მოიტყუოთ თავი - ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა - ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც - გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“, მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად - საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება. ბრძოლის ველის განვრცობა. შრომა, შრომა და შრომა. ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას“, - წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი