logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ერთ მშვენიერ დღეს, იმედია, დადგება ის დრო, როცა...
- +

25 თებერვალი. 2019. 14:24

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთ მშვენიერ დღეს, იმედია, დადგება ის დრო, როცა ქართველი ხალხის პოლიტიკური მოთხოვნა და აუცილებლობა სწორედ იმ ტიპის პოლიტიკოსებზე გაკეთდება, როგორიც იყო და არის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი!...

 

დროა, დასრულდეს, ეს პოლიტიკური არშიყი და ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური ტერორი... დროა, ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ის პოლიტიკური ბაკქანალია, რაც დღეს არსებობს ამ ქვეყანაში!...

 

ჩართავ ტელევიზორს და შეიძლება, ფსიქიკურ აშლილობამდე მიხვიდე ამ ტელეწამყვანების და პოლიტიკოსების შემხედვარე.... სოციალურ ქსელში შეხვალ და მტრისას, ისეთი სიძულვილი და აგრესია მძვინვარებს...

 

ძალიან გთხოვთ, დაალაგეთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი სამოთხესავით ქვეყანა და ამ მართლა „ტუპიაკებს“ ნუ დააქცევინებთ!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

big_banner
არქივი