logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: მათ გასაგონად ვწერ, ვინც „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის გასვლის მერე ვიშვიშებთ!..
- +

25 თებერვალი. 2019. 16:09

 

 

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა მათ გასაგონად ვწერ, ვინც „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის გასვლის მერე ვიშვიშებთ! ცოცხის სცენა თუ დადგმული იყო, ისიც საკითხავია, ვინაა ეს კაცი სიუჟეტში, წამება და მკვლელობა არ ხდებოდა ციხეში? წამებისგან გასავათებულ პატიმრებს პირველი ჩვენ ვნახულობდით ციხეში და სურათი იმდენად შემზარავი იყო ხოლმე, რომ დღემდე თვალებიდან არ ამომდის!

 

საზოგადოების უბედურება იმაშია, რომ სანამ ეს ცოცხი არ ნახეთ, არ გვიჯერებდით ადვოკატებს და მშობლებს, როცა 30-მდე კაცი ვიდექით ხოლმე და შველას გთხოვდით ყველას!

 

საზოგადოებას სანამ უმრავლესობას არ შეგეხოთ ეს ჯოჯოხეთი, ქუჩაში ვერ გამოგიყვანეთ 2004 წელს! სულხან მოლაშვილიდან დაწყებული ვინც მეშვიდედ იხდიდა სასჯელს, წამებაში ამოხადეს სული, ბევრმა გაუძლო, მაგრამ ბევრი გარდაიცვალა ჯანმრთელობის გაუარესების გამო! ადვილია გარედან მსჯელობა, როცა თვითონ არ გამოგივლია ეს ჯოჯოხეთი!

 

ნაწამებ პატიმრებს უწმინდესი ნახულობდა ხოლმე, გულზე ჯვრები ჩამოგლიჯეს და მერე უწმინდესმა შეუტანა ყველას. იქიდან გამოსული ცრემლებს ვერ იკავებდა ხოლმე, ისეთი სურათი ხვდებოდა! ისე აწამებდნენ ხალხს, რომ ადვოკატის ოთახში ბიჭები ვერ სხდებოდნენ სკამზე და ფეხზე იდგნენ ან კედელს ეყუდებოდნენ ხოლმე!

 

დღეს ეს მწამებლები ზოგი „ევროპულ საქართველოშია“ და ზოგი თავის „ნაციონალურ პარტიაში“ პოლიტიკის სარჩულს ამოფარებული! რატომაა დღეს ქვეყანაში ასეთი განუკითხაობა?

 

იმიტომ, რომ დამნაშავეები არ არიან დასჯილი და დაუსჯელობამ წაახალისა უფრო მძიმე დანაშაულები!

 

2004 წლიდან დაიწყო პატიმრების წამება, მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა, ხმის ამომღები არავინ იყო, ვინც დაიწყო გამოსვლები და სახალხო მოძრაობა, ყველამ გაგვყიდა და შეგვატოვა ისევ „ნაცებს“, თუ მეშლება, შემისწორეთ, მაგრამ ყინვაში გამოსული 300 000 ადამიანი იპოდრომზე არ გაგვყიდეს? ბრძოლას როცა იწყებ, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, თუ არა და, არ უნდა ჩაერთო ამ ბრძოლაში! ათიათასობით საჩივარია პროკურატურაში, მტკიცებულებებით გამაგრებული, მაგრამ დღემდე თაროზე დევს ეს საქმეები!

 

როდესაც წამებას, ქონების ჩამორთმევას და მკვლელობას სისტემური დანაშაულის სახე აქვს და მათ პოლიტიკაში ტოვებთ, ვერასოდეს ეღირსება ქვეყანა სიმშვიდეს, რადგან ყველას შერჩა მძიმე დანაშაულის ჩადენა და ბიუჯეტიდან ფულის მითვისება და დაუსჯელობით წახალისდა ეს დანაშაულები!

 

პატარაობიდან ვამბობ, არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“ - წერს ინგა ბერიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი