logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ტესტი ქართველობის დასადგენად!..
- +

25 თებერვალი. 2019. 16:10

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტესტი ქართველობის დასადგენად!!!

 

ამ ლექსს რომ წაიკითხავ და თუ გული აგიჩქარდა, ყელში ბურთი მოგაწვა, ან ხმა გაგებზარა, ან ცრემლი მოგადგა, დნმ-ის ანალიზი სულ არ გჭირდება – ქართველი ხარ!!!

 

სულ ჩემი გულის მონაწურია,

რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,

ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,

და მის სიყვარულს დავემწყემსები.

 

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები,

სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!

 

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,

მისი ნათელი დამთოვებია,

სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -

ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

 

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა

და ტკბილი სიტყვის გამართულობა.

ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,

ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!

 

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,

ეს ყვავილები მე დავაგროვე;

მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,

ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

 

გულის ნათელი მე მიპოვია,

ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,

სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,

სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!

 

გიორგი ლეონიძე“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი