logo_geo
„დიდი ხნის შემდეგ დღეს პირველად გაიღიმა... ყველას მილიონი მადლობა...“ - აკა სინჯიკაშვილის საქველმოქმედო აქტი
- +

26 თებერვალი. 2019. 17:18

 

ქველმოქმედი და სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი Faceook-ის საკუთარ გვერდზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.

 

„მოხუცისთვის ერთ დღეში ნაჩუქარი ბედნიერება. ანა ბებოს და მის შვილს არასდროს აღარ შეაწუხებთ შიმშილი და სიცივე.  გადახდილი ექნებათ ერთი წლის გადასახადები, სულ ახალი საწოლი, ლეიბები, საბნები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახლისთვის ყველა საჭირო ნივთი, დიდი ხნის უნახავი ტელევიზორი, მაცივარი, შეშა, წამლები, 3 თვის სამყოფი საჭმელი პროდუქტები. ყველა მაღაზიაში და აფთიაქში გადავუხადეთ ვალები. რადგან შვილი მოხუცს მარტო ცოტა ხნითაც ვერ ტოვებს და მუშაობა არ შეუძლია, სახლში ექნება ათი ან მეტი ფუტკრის სკა, ძველი მეფუტკრეა და მთელი გულით და სიხარულით მოუვლის. ეყოლებათ ქათმები და საჭმელი არასდროს გამოელევათ.  ფუტკრის ამბავში ხვალ თუ ხელი შეგვეშალა, ვუყიდით მეწველ ძროხას, რომელიც ასევე შემოსავალს და საკვებს მისცემთ. თქვენგან ექნებათ სახლის შესაკეთებელი და საარსებო ფულიც.  ბებო კი, ხედავთ, უკეთესადაა, ადგა კიდეც, სახლის დალაგებაშიც კი უნდოდა მოხმარება.

 

დავიწყეთ მკურნალობა და ყველაფერს გავუკეთებთ, რაც დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.  ნეტავ გესმოდეთ, როგორ გლოცავთ ყველას, არც სჯერა, რომ ასეთი ამბები ხდება მის სახლში. ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ექნება. ძალიან დიდი ხნის შემდეგ დღეს პირველად გაიღიმა.  ყველას სათითაოდ მილიონი მადლობა, ამ ოჯახის გაბედნიერებისთვის, არასდროს აღარ დავტოვებთ უყურადღებოდ.  აქ ჩამოსვლა და ანა ბებოს მონახულება თუ მოგინდეთ ვინმეს - დედოფლისწყარო, სოფელი საბათლო, ანა მიქელაშვილი. გენაცვალოთ ჩემი თავი...

 

#სიკეთეგადამდებია“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი