logo_geo
გია გაბრიჭიძე: ხელისუფლებამ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს...
- +

30 იანვარი. 2017. 00:07


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„არსებობს ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ხალხის და სახელწიფოს ინტერესები არის დემოკრატიული პრინციპების უმაღლესი გამოხატვა და ის უზენაესი ნება, რაც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

 

თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები და ამ შემთხვევაში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამახინჯებენ ამ აქსიომას, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა, მაშინ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმოქალაქეობრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებები მაქსიმალურად უნდა იქნას შეზღუდული. ხელისუფლებამ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს და არა ყალბი-ფსევდოდემოკრატიული ისნტიტუტების მიმართ მონურ მორჩილებაზე", - წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი