logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ნარკოტიკი კლავს! - ნარკომომხმარებლები ზედმეტად იოლად ემორჩილებიან მითებს
- +

9 მარტი. 2019. 18:56

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნარკომანიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

„ნარკომომხმარებლები ზედმეტად იოლად ემორჩილებიან მითების ზეგავლენას. მაგალითად, იმას კი არ აღიარებენ, რომ ნარკოტიკი კლავს, არამედ, გაიგონებთ, - ხარისხია ცუდი, თორემ არ მოვკვდებოდითო. საერთოდ აღარ ახსოვთ, უბუნებრივეს-უხარისხიანესი ოპიუმით, წითელი ხიდიდან რომ გადმოჰქონდათ „სუსურუკუ“ დროს, თაობები რომაა გაწყვეტილი. პიროვნების სიკვდილის შესახებ ახსნა-განმარტება მით უფრო რთულია, როცა ფიზიკური სიკვდილის საფრთხის გაცნობიერებაც კი ასე ჭირს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი