logo_geo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: 15-დან 19 წლამდე ფეხბურთელებს, ვისაც სურთ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, ვიწვევთ არგენტინაში!
- +

11 მარტი. 2019. 12:35

 

 

„ხელოვნების საერთაშორისო საბჭო - საქართველოს“ პრეზიდენტი, ორგანიზაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართველი ფეხბურთელები არგენტინაში!

 

15-დან 19 წლამდე ფეხბურთელებს, ვისაც სურთ გახდნენ საერთაშორისო დონის პროფესიონალი ფეხბურთელები, ვიწვევთ არგენტინაში! ფეხბურთელები მომზადებას გაივლიან ჯერ არგენტინის პრიმერა „ა“ დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ბანფილდის“ ბაზაზე! ხოლო, მომზადების შემდეგ წარდგენილი იქნებიან არგენტინის კლუბებში.

 

ქართველ ფეხბურთელთა გადამზადების კოორდინატორი არგენტინაში: ფერნანდო დე ოლივეირა;

 

მთავარი მწვრთნელი: მიგელ ერნანდესი;

 

მწვრთნელის თანაშემწე: დიეგო ორტეგა;

 

ფიზიკური მომზადების სპეციალისტები: როდრიგო დიასი და ფედერიკო ალონსო:

 

პროექტის ავტორი: „არგენტინის სახლი საქართველოში“, არგენტინის ფეხბურთელთა უმაღლესი გადამზადების აკადემიის წარმომადგენელი საქართველოში;

 

მსურველები დაგვიკავშირდნენ: (მობ) 599 23 55 20. 555 90 32 48“, - წერს პატარქალიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი