logo_geo
გელა ზედელაშვილი: „ბავშვთა სამყარო“ დაწვა დონალდ ტრამპმა! სწორედ მაგ ადგილზე უნდა სასტუმროს აშენება!
- +

30 იანვარი. 2017. 21:49


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „ბავშვთა სამყაროს" დაწვას შემდეგი სტატუსით ეხმაურება:


„ქართული აზროვნების მარგალიტები:

 

- ვააა... „ბავშვთა სამყარო" მართლა ბიძინა ივანიშვილმა დაწვა?!

- აბა?!

- ეგ როგორ?!

- იაფად სდომებია ხელში ჩაგდება!

- რათა, კაცო, ფული გაუთავდა?!

- არ გაუთავდა, მაგრამ ხო იცი, როგორი წუწურაქია?!

 

***

 

- არა, რააა, ისე როგორ უნდა დაეცე, რომ ყველამ შენკენ გამოიშვიროს თითი?!

- რა იყო, რა ხდება?

- ივანიშვილს ასანთი აუღია და „ბავშვთა სამყაროსთვის" ცეცხლი წაუკიდებია!

- არ გადამრიო, რათ წაუკიდებია?!

- თურმე მაგის ადგილზე „კარფურის" აშენებას აპირებს!

- კარგი, რააა!

-გეუბნები, ეგრეა!

 

***

 

- მოკლედ, მეზიზღება ეს ქვეყანა!

- რა მოხდა, მაკო?

- ჯანდაბა და დოზანა, ბიძომ „ბავშვთა სამყარო" დაწვა!

- როდის, ქალო?

- რა ვიცი მე, მგონი წუხელ უქნია მაი ამბავი, თუ დილას!

- დარწმუნებული ხარ?

- აბა, სხვა ვინ იზამდა?

- რა ვიცი, იქნებ სხვა იყო დაინტერესებული?

- არც არსებობს, ჩემი დედამთილის მამიდაშვილი როა, ხომ იცი?

- ჰო, ვიცი!

- იმას უთქვამს, ეგ საქმე ნაღდად ივანიშვილის გაკეთებულიაო და ჩემი დედამთილის დეიდაშვილი როა მამის მხრიდან, იმასაც დაუდასტურებია!

 

***

 

- ვაჰ, რამდენი რამე უნდა დაწვას ამ ივანიშვილმა?!

- აბა, კაცო, აღარ დატოვა არაფერი, ნაცარტუტად აქცია მთელი ქვეყანა!

- არა, რააა... რუსი ოლიგარქი მაინც რუსი ოლიგარქია!

- ეტყობა, პუტინმა უბრძანა, რამე დაწვიო და მაგანაც დაწვა, მეტი რა საქმე აქ?!

- ჰოოო, ააშენებს ახლა „კარფურს" ვაგზალზე და დაადებს დაბალ ფასებს, სხვები რომ გააკოტროს!

- ისე, რაია, რააა, სხვაგან აეშენებინა თავისი „კარფურია" თუ „კაიფური", რაღა მაგ ადგილ მიახტა?!

- არა, ხო იცი, როგორი ამოჩემება იცის? თუ ერთი ჩაიხვია, ვეღარავინ გადაათქმევინებს... ან კი ვინ გაუბედავს რამის თქმას?!

- ჰოოო, ეგეთი ყოფილა, ჩემი ბიძაშვილის მეზობელსა სცნობებია და თურმე იძახის, თავისი ნათქვამააო!

 

***

 

p.s. ამხანაგებო, ცდებით, „ბავშვთა სამყარო" დაწვა დონალდ ტრამპმა. სწორედ მაგ ადგილზე უნდა სასტუმროს აშენება. ამ საქმეში კი დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველო.

როდესაც ჯონ მაკკეინი თბილისს ეწვია, მან საგანგებოდ გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, ტრამპი "ბავშვთა სამყაროს" გადაბუგვას აპირებსო, მაგრამ როგორც ყოველთვის, დაიკიდეს.

სხვათა შორის, ეს გახლავთ პირველი შედეგი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრისა. ვოვას უთქვამს, ჩემი მწარე ბავშვობა საქართველოში დავტოვეო. ჰოდა, თუ ეგრეა, რასაც კი საქართველოში "ბავშვი" აწერია, ყველაფერს გადავწვამ და სასტუმროებს ავაშენებ, ჩვენი ინტერესები აქაც კი ემთხვევაო.

 

ეეეეჰ... დონალდ, ცალყბად მაინც გეთქვა, ჩვენი არასამთავრობოები ცეცხლსაც წაუკიდებდნენ და შარვლებსაც ჩაიხდიდნენ, რა პრობლემა იყო?!", - წერს ზედელაშვილი.


 

big_banner
არქივი