logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: 11 მარტს, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, რამაზ იოსელიანის დაბადების დღეა!
- +

11 მარტი. 2019. 22:35

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს, 11 მარტს, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, რამაზ იოსელიანის დაბადების დღეა! რამაზი 61 წლის გახდა.

დაიბადა 1958 წლის 11 მარტს თბილისში. დაამთავრა 160-ე საშუალო სკოლა. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილი სახელოსნო). იყო კინომსახიობის თეატრის მსახიობი, 1984 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია. 2003 წელს გორის თეატრს ხელმძღვანელობს. იმავე წელს დაიმსახურა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

ერთხანს მსახიობმა და რეჟისორმა ფერმერობა წამოიწყო. ფოთის თეატრთან თანამშრომლობა 2008 წლიდან რეჟისორის ამპლუაში დაიწყო, როცა დადგა სპექტაკლი „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, მოგვიანებით კი - კომედია „სხვისი შვილების მამა“.  რამაზი 2015 წელს ამ თეატრის მსახიობი გახდა. 2019 წლის იანვარში კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

მივულოცოთ რამაზს დაბადების დღე და ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები მის ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი