logo_geo
ირმა ინაშვილი: ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი უნდა გახდეს!
- +

12 მარტი. 2019. 13:28

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახალი „სტანდარტია“ ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ, - პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, მაგრამ შენ, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა-არმოხდაში. დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც მას არ უთქვამს, ეს ნიშნავს ჩემი სახელით მანიპულირებას.

 

ამ კუთხით სრულიად არაეფექტურია კიბერუსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. გაუგებარია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსი. ვფიქრობ, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი