logo_geo
ნინო ჯღარკავა: შენი წაიღოო რამე, ჩემი წაიღოო, თუ ვის მოპარა?!
- +

31 იანვარი. 2017. 00:09


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი რამე მინდა „ნაროდს" ვუთხრა, რას ემართლებით ამ ბიძინა ივანიშვილს რამე ვალი აქვს თქვენი, ჩემი, სამშობლოსი, თუ ბიუჯეტის? ზოგი დააბინავა, ზოგმა გადააგდო, ზოგმა აგინა, ზოგი სიცოცხლეს გადაარჩინა, ზოგს საკუთარი ადგილი მიუჩინა. შენი წაიღოო რამე, ჩემი წაიღოო, თუ ვის მოპარა?! თუ ვინმეს რამის შნო გაქვთ გაგეკეთებინათ აქამდე! ვინ დაგიშალათ? თუ ვინმემ არ გაუმართლა რა ბიძინას ბრალია?! დედმამიშვილებში და შვილებში არ უმართლებს ხალხს, ზოგს ნარკომანი ეზრდება და ზოგს ყაჩაღი. ამ ერთმა კაცმა რა ყველას გამო აგოს პასუხი? ხეები გადააქვსოო, იმ ხეებს ისე მოკვდებოდით იქ ვერ ნახავდით და აქ ვენები მოიჭერით პარკში რათ უნდაოო. ახლა შენობებს წვავსოო, ბიზნესი უნდაოო" , -წერს ჯღარკავა.


 

big_banner
არქივი