logo_geo
„მთელი ეს აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები“
- +

13 მარტი. 2019. 11:23

 

 

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

,,საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის აჟიტირებაში, ერთი მხარის, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, მედია ხართ, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ნებით თუ უნებლიეთ, მოქმედებთ სახელმწიფოს, შესაბამისად მისი მოქალაქეების, მ.შ. საკუთარი თავის წინააღმდეგ;

 

მთელი ეს სიცრუეზე აგებული აჟიოტაჟი, ემსახურება ორ მიზანს:  გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ამ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებები და  თემის პოლიტიკური აჟიტირებით ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა სახელმწიფოზე, კერძოდ მთავრობაზე, როგორც მოლაპარაკების პროცესის მხარეზე, რათა მოიპოვონ ანაკლიის კონსორციუმისა და მის უკან მდგომი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომგებიანი (ხელსაყრელი), შესაბამისად სახელმწიფოსთვის, ანუ ყოველი მოქალაქისათვის წამგებიანი პირობები;

 

ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორც ცალკე გაკეთებული განცხადებები, ასევე კითხვების დასმა სამხედრო დანიშნულების ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ არის უპასუხისმგებლობა და პროვოკაცია.  მიიღებთ ამ განცხადებას ცნობად თუ არა, ანაკლიის პორტი აშენდება, ან ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ან მის გარეშე, რათა ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ ჩანაწერს ვეღარავინ შეცვლის.

 

 ტენდერის მოგების შემდეგ უამრავჯერ შეიცვალა პირობები ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, შესაბამისად სახელმწიფოს საზიანოდ. რატომ ასეთი უპირატესობები? ნებისმიერ სხვა კომპანიას, სხვა პროექტის განხორციელებისას, დისკვალიფიკაციას გაუკეთებდნენ. მთავრობის ადგილას, ასეც მოვიქცეოდი, ავაშენებდი პორტს, რომელიც ახლაც სახელმწიფოს საკუთრებაა და რჩება ასეთად, ხოლო აშენების შემდეგ, ტენდერის/კონკირსის საფუძველზე მართვაში გადავცემდი გამოცდილ ოპერატორს.

 

 თემის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, მოვითხოვ, ერთ ეთერში დასხდნენ ორთავე მხარის (მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი) თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი და საქმეში ჩახედული წამყვანის მეშვეობით მთელ საზოგადოებას გაგვაგებინონ:

 

- რა სტადიაშია პორტის მშენებლობა?

- რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან?

- ვინ რა არ შეასრულა?

- რამდენად ესწრება მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება?

- რატომ შეიცვალა მშენებლობის ფაზები და ვისი მოთხოვნით და არის თუ არა ამ ვადების დარღვევის რისკი?

- რატომ ხდება ტენდერის მოგების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა სხვა მონაწილეები გამოეთიშნენ კონკურსს, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ პირობების გაუმჯობესება?

- არის თუ არა მცდელობა, რომ პორტის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ ყველა რისკი ჩამოჰკიდონ სახელმწიფოს და ოპერატორმა მხოლოდ მოგება უნდა თვალოს?

- სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი