logo_geo
ნათელა ხარაზი: სულ რამდენიმე საათია, რაც მერაბ ბლადაძემ მაცნო მეტად სასიხარულო ამბავი...
- +

13 მარტი. 2019. 13:10

 

 

 

ხასან თხილაიშვილის შვილთაშვილი ნათელა ხარაზი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სულ რამდენიმე საათია, რაც ცნობილმა უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ მაცნო მეტად სასიხარულო ამბავი... მან მოიძია ისტორიული ალბომი, რომელიც ჩვენს ოჯახს და სანათესაოს მავანის მიერ განადგურებული გვეგონა.

 

ალბომი შექმნილია ბებიაჩემის ქევსერ (ქეთევან) თხილაიშვილის მიერ, რომელიც ცნობილი მამულიშვილის, ეროვნული გმირის, ხასან თხილაიშვილის უფროსი შვილია. ალბომში დეტალურად არის ასახული აჭარაში 1918-1921 წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენები, კერძოდ, სახალხო რეფერენდუმის ჩატარების პერიპეტიები, მასში მკაფიოდ არის აღწერილი უცნობილესი მამულიშვილების (რომელთა გვარებს მალე მოგაწვდით) ღვაწლი იმ პერიოდის საქართველოს შემადგენლობაში ჩვენი კუთხის დარჩენა-არდარჩენის საკითხის მიმართებაში.

 

მინდა, საჯაროდ მადლობა გადაუხადო მერაბ ბლადაძეს, მნიშვნელოვანი ისტორიული, დოკუმენტური კრებულის მოძიებისათვის“, - წერს ნათელა ხარაზი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი