„გადავწყვიტეთ 7-ჯერ ვითამაშოთ „ბედი ქართლისა“ (არაისტორიული ამბავი) ნახოს ნორმალურმა ხალხმა (არანორმალურებიც მოვლენ ალბათ), თუ ჩაგვქოლეს, ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლს ვეღარავინ ნახავს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მაშ ასე:
27 მარტს, საერთაშორის თეატრის დღეს
რუსთაველის თეატრი
ბედი ქართლისა
(არაისტორიული ამბავი)
მობრძანდით, სალაროში ბილეთები გაიყიდება!“ - წერს სტურუა.