logo_geo
დავით ოქიტაშვილი: ნუთუ ასე რთულია, არ დავცინოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს?!
- +

17 მარტი. 2019. 18:14

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არასდროს დავკარგოთ უბრალოება, ჩემო მეგობრებო! ნუთუ ასე რთულია ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა ფიზიკური ფასეულობები. არ დავცინოთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს. უბრალოდ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, თუ გამოსწორება გვჭირდება ამაში ერთმანეთს დავეხმაროთ.

 

„უბრალოება სიბრძნის გარეშე არ უნდა იყოს“! - ეს ჭეშმარიტებაა, რადგან სიბრძნე მართებს ადამიანს ყველა საქმეში, რათა მან არ დაუშვას შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება ვერ მოხერხდეს. გაუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი