ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სასწრაფოდ ვქმნი!!!
საერთო-სახალხო, პოლიტიკურ-ანტიფემინისტურ, ნეოკონსერვატიულ-ლიბერასტულ მოძრაობას!!!
„შედი, ქალო, „ბუტკაში“! შემოკლებით - „ბუტკისტები“!
იდეოლოგია - მემარჯვენე ბუტკისტური.
სლოგანები: „შენ არ მირჩიე, ძმაო?!“
„ჩემი „ბუტკა“ გერჩიოს სხვების პარტიას“.
„სავალუტო ფონდი არა კვახი! ჩვენ ჩვენი „ნეპ“- ი გვაქვ“
„ბუტკაში“ ავტომატურად წევრიანდებიან ჟურნალ-გაზეთების, სიგარეტის, „ჟუვაჩკის“, „კოკა-კოლას“ და ლატარეის ბილეთების დისტრიბუტორები! - რომლებიც შეითავსებენ აგიტატორ-კოორდინატორების ფუნქციას!
ყველა ჯიხურ-კიოსკ- ბუტკა-დახლი მოიაზრება მოძრაობის შტაბ-კვარწირად!
იაფი და იორღა!
ნუ დარჩები სახლში!
შედი, ქალო, „ბუტკაში“!
ბუტკისტური მოძრაობის ლიდერი და დროებითი აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, „ოქტომბრის გაკვეთილების“ ავტორი, ტროცკი... უკაცრავად, ხათუნა ხოფერია“, - წერს ხოფერია.