logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: ერთი წიგნია საჭირო ყველა ქველმოქმედება რომ ჩაიწეროს...
- +

20 ნოემბერი. 2016. 21:15


სოციალური ქსელის მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი facebook-ზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედების არასრული სიას აქვეყნებს და წერს:


„რა თქმა უნდა ეს სია სრული ვერ იქნებოდა, მაგისთვის ერთი წიგნია საჭირო ყველა ქველმოქმედება რომ ჩაიწეროს...

ხო მართლა, იმათ გასაგონად ვინც ენას უშნოდ ატლიკინებს ხოლმე, ამას იმიტომ არ ვაზიარებ რომ „ქართუში" ვმუშაობ. „ქართუმდეც" ვამბობდი, სულ ვამბობდი რომ დაუნახავი არ უნდა იყოს ადამიანი. მერეც ვიტყვი „ქართუში" რომ აღარ ვიქნები. ყოველთვის ვიტყვი. საქართველოშიც ვიტყვი და სხვა ქვეყნიდანაც ვიტყვი..."

 

ფონდი „ქართუს" რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა;

 

ფონდ „ქართუს" დაფინანსებით გორში ახალი სარაგბო კომპლექსი გაიხსნა;

 

 „ქართუ" ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას იწყებს;

 

ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმროს მშენებლობა დააფინანსა;

 

 „ქართუმ" საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო;

 

 ფონდ "ქართუს" მიერ საქართველოში კიდევ ხუთი სარაგბო ბაზა შენდება;

 

 საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ" აფინანსებს;

 

 ბიძინა ივანიშვილმა BLACK SEA ARENA სახელმწიფოს აჩუქა;

 

განმუხურში ფონდი "ქართუ" ბოტანიკურ ბაღს გააშენებს;

 

 ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო;

 

 ფონდი „ქართუ" ვარძიის რესტავრაციას ახორციელებს;

 

 ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადასცა;

 

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის სამუშაოები დააფინანსა;

 

ფონდი „ქართუს" საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს;

 

ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით" სახელმწიფოს აჩუქა;

 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს;

 

ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას „ქართუ" აფინანსებს;

 

ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა;

 

„ქართუმ"13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი გადარიცხა;

 

ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი აფინანსებს;

 

 


 

big_banner
არქივი