logo_geo
მაია კახიძე: 15 მარტი იყო, როდესაც ზეციურ საქართველოს შეუერთდა ჩემი დიდი მეგობარი გენო კალანდია
- +

19 მარტი. 2019. 14:21

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„15 მარტი იყო, როდესაც ზეციურ საქართველოს შეუერთდა ჩემი დიდი მეგობარი, შეუდარებელი პოეტი გენო კალანდია. ჩვენი მეგობრობა ზუსტად 40 წელს ითვლიდა. მართლაც გამორჩეული მეგობარი უკანასკნელ გზაზე, მცხეთაში გავაცილე. დღეს კი ვერ ჩავედი და თბილისიდან დიდი სიყვარულით ვიხსენებ და ვუძღვნი ლექსს, რომელიც იმ დღესვე დავწერე თვალცრემლიანმა, როგორც კი მისი გარდაცვალება შემატყობინეს. ნათელი და სანთელი, ჩემო ძვირფასო გენო!

 

უცებ გათენდა, უცებ დაღამდა

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

გენო კალანდიას

ტირიან ახლა ვარსკვლავები

და თოლიები,

უკვე უშენო მარტები და, -

ტ რ ი ფ ო ლ ი ე ბ ი!..

გრანიტის ქვაში გადაგიწერ

დარჩენილ სტროფებს,

და ზღვისფერ სკივრში

შევინახავ ზღვა მოგონებებს...

დღეს იისფერი გაზაფხული

შეელეკა ღრუბლების სუნთქვას,

დაღლილი გული გაჩუმდა

და აღარას ამბობს...

ჭაღარა რაინდს, სულ ერთ

კოცნას გაგატან ცამდე, -

მამას ხომ ნახავ, ჩემსას, შენსას

და დანარჩენებს?!

ჰოდა, ცოტ-ცოტა უწილადე

შემდეგ მარტამდე...

ტირიან ახლა ვარსკვლავები

და თოლიები,

უკვე უშენო მარტები და, -

ტ რ ი ფ ო ლ ი ე ბ ი!..

 

15 მარტი.

ამ დილას გარდაიცვალა ჩემი მეგობარი“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი