logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი
- +

19 მარტი. 2019. 14:23

 

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მშვენიერი ამბავია – ამას ვიძახდით ორი წლის წინ, მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა.

 

ახლა ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი, სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – „რუსთავი ორია“. ამიტომ იოლად დათმო. მაგრამ, თუ „რუსთავი ორის“ სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყობა სააკაშვილის ჩაწევა – მხოლოდ მივესალმები (სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც). აი, ეს ნამდვილად გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.

 

P.S. ძალისხმევას დაგიზოგავთ და აქვე დავურთავ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებზე.

 

მთავარი მედიების პარტიულმა მიკერძოებამ ამომრჩეველს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა – შავით თეთრზე წერია.

 

ასე რომ, ეუთო-ს ეკამათეთ.

 

According to the same report „the sharp polarization of the private media, negative campaigning and harsh rhetoric, and lack of analytical reporting limited voters’ ability to make a fully informed choice“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ვიდეომიმართვაში, რომელიც გუშინ გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. იქვე დასძენს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

 

სააკაშვილის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა შეეძლება.

 

მისივე თქმით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი