logo_geo
გია გაბრიჭიძე: გაგიჟდით ხალხო?! რა არის ეს?!
- +

1 თებერვალი. 2017. 00:39


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„გაგიჟდით ხალხო?  რა არის ეს?

 

რა პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთიანება და რის "სამოქალაქო სეტორი"!

 

რა სექსუალური იდენტობა და რის პრემია-დანამატები!

 

რა თავისუფალი არჩევანი და რის ევროპული კურსი!

 

დედა-შვილი გაიყინა იმიტომ, რომ ელექტროენერგია ჰქონდათ ჩაჭრილი!!!

 

რა პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება და რის „ჩეკინ ჯორჯია"!!!

 

ვერ გრძნობთ, რომ მარტო ის ორი ადამიანი კი არა, მცირე რაოდენობის გარდა ყველა რომ გავიყინეთ და რომ ყველა დავიხოცეთ!!!

 

როდემდე ვუყუროთ ამ საზიზღრობას? ბარემ ადგნენ, აიღონ ავტომატები და სწრაფად, უმტკივნეულოდ დაგვხოცონ!!!", - წერს გაბრიჭიძე.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებენ. მათი განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.


დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.



 

big_banner
არქივი