logo_geo
ინგა გრიგოლია: 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი... რის პროტოკოლი?! კარგით რა...
- +

20 მარტი. 2019. 17:46

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უნდა ამეტვირთა საილუსტრაციოდ, სხვა ქვეყნის ლიდერები დადიან თუ არა სტუდიებში და დიანას დღევანდელ გადაცემაში უკვე აუკუწკუწებია. ამიტომ პირდაპირ გავაზიარებ... ნერვებს ნუ იშლით, „პროტოკოლისტებო“, გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი... რის პროტოკოლი?! რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა... თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და იზღუდავს თუ არა ამ თავისუფლებას რაღაც გაუგებარი პროტოკოლური აკვიატებებით, ამაზე რომ ჟურნალისტი შეეკამათება, ეგეც თავისუფლებაა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ინტერვიუთი, განსაკუთრებით იმით, ასეთი რეზონანსული რომ გამოვიდა, რაც უფრო მეტს წერენ ამ ინტერვიუზე, მით მეტად... ამ ვიდეოს კი მაინც გადახედეთ მორალისტებმა“, - წერს გრიგოლია.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი