logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ოცდამეერთე საუკუნეში ვართ ხალხო... ოცდამეერთეში!
- +

1 თებერვალი. 2017. 02:44


 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიას და გაზს, ზამთრის პერიოდში არც ერთ მოქალაქეს არ უთიშავენ, სულ რომ მილიონი ევრო ჰქონდეს დავალიანება... ოცდამეერთე საუკუნეში ვართ ხალხო... ოცდამეერთეში! ეხლა წავიკითხე იმ უბედურებაზე და ნეტავ არ წამეკითხა... როგორ შეიძლება ორმილიონ ნახევრიან ქვეყანაში ვინმე სიცივით იყინებოდეს? რა ხდება? წყალსაც წაუღია ნებისმიერი თანამდებობა და სავარძელი, თუ შენი ქვეყნის მოქალაქეები სიცივით იყინებიან" , - წერს ფოფხაძე.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებენ. მათი განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.


დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.



 

big_banner
არქივი