logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს სტუდიაში
- +

21 მარტი. 2019. 13:08

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო! კოლეგებო! ძვირფასებო!

 

დაიმახსოვრეთ!

 

არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს სტუდიაში.

 

ვიმეორებ: არსად! არასოდეს!

 

ერთადერთი გამონაკლისი არის გიორგი მარგველაშვილი.

 

მაგალითები, რომლებსაც თქვენ იმოწმებთ, ნახევარსიმართლეა:

 

ეგ პერსონები სტუდიებში იყვნენ ან პრეზიდენტობის შემდეგ, ან პრეზიდენტობამდე (პრემიერობამდე, კანცლერობამდე), წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როცა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ.

 

წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილსაც არ უთქვამს უარი პირდაპირ ეთერში სტუდიაში მისვლაზე (მხოლოდ ჩემთვის ვერ მოიცალა, მაგრამ არა უშავს, - კარგად მახსოვს, რა მძიმე პერიოდი იყო).

 

იცით, როგორ მიყვარხართ და არავის მოგნიშნავთ.

 

P.S. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს ფორმაზე მნიშვნელოვანი შინაარსია“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი