logo_geo
მანჩო იოსელიანი: ცისფერი სადაფებით გაკეთებული, ულამაზესი ბროში, რომელიც მადამ პრეზიდენტს ეკეთა, წარმოებულია საქართველოში...
- +

22 მარტი. 2019. 11:49

 

„ცისფერი სადაფებით გაკეთებული, ულამაზესი ბროში, რომელიც მადამ პრეზიდენტს ეკეთა, ნემსიყლაპია სადაფის ფრთებით „ალან აქსესორაიზის“ საჩუქარია. წარმოებულია საქართველოში“, - წერს სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი მანჩო იოსელიანი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ALAN“ არის ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი. ყველა ბროშს ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს.

 

„ქალბატონ სალომეს ჩვენ გავუგზავნეთ ეს ბროში საჩუქრად და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ვიხილეთ, ინგა გრიგოლიასთან საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობისას რომ ეკეთა ჩვენი ნემსიყლაპია. ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ძალიან გაგვიხარდა, რომ მოიწონა „ALAN“-ის ბროში“.

 

- რა მასალისაა ბროშის დეტალები?

 

- სადაფის ფრთები, კრისტალები, სვაროვსკის თვლები და ნატურალური სხვა ბევრი ქვა...“ - წერს იოსელიანი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი