logo_geo
თაკო სონღულაშვილი: როცა ამბობ, რომ შენი მეზობლის გარდაცვალების მიზეზი ყინვაა, ისიც გეცოდინებოდა, რომ სციოდა...
- +

1 თებერვალი. 2017. 11:37




ჟურნალისტი თაკო სონღულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა ამბობ, რომ შენი მეზობლის გარდაცვალების მიზეზი ყინვაა, მაშ, ისიც გეცოდინებოდა, რომ სციოდა, რომ შიოდა და ა.შ. და ა.შ. ჰოდა, „ტეხავს".

 

ლუკმა უნდა გაუყო გაჭირვებაში მყოფ მეზობელს, საბანი უნდა მისცე, რამით უნდა შეუმსუბუქო ცხოვრება. რომც ძალიან გიჭირდეს, მასზე მეტადაც რომ გიჭირდეს, უნდა გაიღო. ქვეყანა უნდა შეყარო.

 

ჰოდა, დღეს რომ გვერდით ადამიანი იყინება, არა მარტო ხელისუფლების, შენი გულგრილობაცაა. უფრო სწორად, შენი გულგრილობა და ხელისუფლების დანაშაული", - წერს სონღულაშვილი.





 

big_banner
არქივი