logo_geo
„ოჩამჩირის რაიონში, გზის პირას ორსართულიანი სახლი დგას...“
- +

22 მარტი. 2019. 17:06

 

Facebook-მომხმარებელი თათა მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„ოჩამჩირის რაიონში, გზის პირას ორსართულიანი სახლი დგას, რომლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება.

 

„შვილი რომ გვეყოლა, ცოლმა მითხრა, როდესაც ჩემი ვაჟი დაქორწინდება, პატარძალს სახლში პირდაპირ მანქანით შევიყვანო“, - უთხრა ალექსი გუჩუამ სტუმრად მისულებს.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გუჩუას მეუღლე, თინა, უეცრად 1985 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ქორწილს ვერ მოესწრო. მამაკაცი ჰყვება, რომ 1992 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მისი შვილები წავიდნენ და ის მარტო დარჩა სახლში. სწორედ მაშინ გაახსენდა თინას ოცნება. იმ იმედით, რომ ვაჟი და რძალი ოდესმე დაბრუნდებოდნენ და მანქანით შევიდოდნენ პირდაპირ სახლში, მეორე სართულზე, მან ბეტონის მისასვლელის მშენებლობა დაიწყო.

 

„გალის ბაზარზე მივდიოდი, ტომრებით ვყიდულობდი ცემენტს და ავტობუსით მომქონდა, შემდეგ თვითონ ვასხამდი ბეტონს, ვაშენებდი. ყველაფერი საკუთარი ხელებით გავაკეთე. ოდესღაც ეს სახლიც თავად ავაშენე“, – ჰყვება გუჩუა.

 

ესტაკადის მოწყობას მან ერთი წელი მოანდომა, რისთვისაც 8 ტონა ცემენტი დასჭირდა. ესტაკადის ქვეშ ალექსი გუჩუამ დიდი მისაღები მოაწყო, სადაც 200- მდე ადამიანი ეტევა. შარშან მან იქ თავისი მე-80 დაბადების დღე აღნიშნა“, - წერს მურაჩაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი